logo_geo
7 სახეობის მუცლის ტკივილი - რატომ შეიძლება გტკიოდეს მუცელი ამა თუ იმ ადგილას?!
- +

4 აპრილი. 2017. 20:53



მუცლის ტკივილი ძალიან გავრცელებული და ხშირი შემთხვევაა, თუმცა ის შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა დაავადების სიმპტომი.


თუკი ერთი მათგანი შესაძლოა, მოითმინოთ, მეორეზე ყურის მოყრუება და გადადება კატეგორიულად არ შეიძლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ, რატომ შეიძლება გტკიოდეთ მუცელი ამა თუ იმ ადგილას.


1. ტკივილი ყველაზე მაღალ წერტილში, დიაფრაგმის ქვეშ - გასტრიტზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული, ინფარქტის სიმპტომიც იყოს (განსაკუთრებით მაშინ, თუკი ტკივილი მარჯვენა ხელზე გადაეცემა). ასევე, შეიძლება აპენდიქსის მიზეზიც იყოს.


2. ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვემოთ ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ერთვის სიმძიმე, გულისრევა, გადაეცემა მარჯვენა მხარშიც - შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში კენჭებზე მიუთითებდეს.


ნაღვლის ბუშტში კენჭებზე მიუთითებდეს.


ყრუ ტკივილი, რომელსაც თან მადის დაკარგვა ერთვის - სანაღვლე გზების დისკინეზიის ნიშანია. მაგრამ ასევე შესაძლოა, ჩ, A ან B ჰეპატიტის გამწვავებით იყოს გამოწვეული.


3. მარჯვენა გვერდის ტკივილი, შესაძლოა, საშარდე გზებსა და თირკმელში კენჭის გავლით იყოს გამოწვეული, მაგრამ ასევე, შესაძლოა, იყოს საკვერცხის, ოსტეოქონდროზის ან აპენდიქსის მიზეზიც.


4. ტკივილი მარცხენა ნეკნის ქვეშ - პანკრეატიტზე მიუთითებს. ასევე შეიძლება იყოს კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულის სისხლდენით გამოწვეული ტკივილი.


5. მუცლის ცენტრალურ ნაწილში ტკივილი საკვების ზედმეტი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ასევე დისბაქტირიოზზეც მიუთითებს.


6. ჭიპის ქვეშ ტკივილი - ნაწლავების გაღიზიანებაზე მეტყველებს. ხანდახან ვირუსული ინფექციის სიმპტომიც არის.


7. ტკივილი მუცლის ყველაზე ქვედა ნაწილში (მქაჩავი) - შესაძლოა, იყოს ცისტიტის, ენდომეტრიოზის, გარე ორსულობის ან უბრალოდ, კუჭის აშლილობის მიზეზი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი