logo_geo
„შეიძლება, ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო!“ - კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილზე
- +

10 აპრილი. 2017. 12:59



სახალხო არტისტი კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილის შესახებ:


„მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ, ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო... არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!.. ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ერთად გადაგვიღეს ფილმებში, ესტრადაზე ერთად ვიყავით, დავმეგობრდით, მერე ჩვენი შვილები დამეგობრდნენ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავისი დასასრული? - აღარ გათავდა ეს ჩვენი მეგობრობა... ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი - გივიმ გამათეთრა-მეთქი. იცით, რა შავქოჩორა ბიჭი ვიყავი? - გადასარევი, მაგრამ დამამახინჯა ამ კაცმა... ერთხელ სცენიდან დარბაზს ჰკითხა, - მე უფრო ლამაზი ვარ თუ კახიო... სავსე იყო დარბაზი და ამ უსინდისო ხალხმა ერთხმად იკივლა, - შენო... ხალხო, კარგად შეხედეთ, მასზე მაღალი მაინც ხომ ვარ-მეთქი... არაფერი შეგეშალოს, შეიძლება, ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო! ისე გამაბრაზეს, მოვშორდი და წამოვედი".

 

 

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

big_banner
არქივი