logo_geo
ბრიტანელი მეცნიერები - სოციალური ქსელები ბავშვებს წარუმატებლობის შეგრძნებას უქმნის
- +

11 აპრილი. 2017. 04:18


 

„რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მოზარდები სოციალურ ქსელში, მით უფრო უიღბლოებად და წარუმატებლებად თვლიან საკუთარ თავს ნებისმიერ სფეროში", - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.


კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ბავშვების მიერ სოციალურ ქსელში გატარებული 1 საათი 14%-ით უმცირებს მათ საკუთარი თავის რწმენასა და ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას. მეცნიერების თქმით, განქორწინებული ან მხოლოდ ერთი მშობლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ გრძნობს ბავშვი თავს ისე უმწეოდ, როგორც სოციალური ქსელების მუდმივი გამოყენებისას.


მეცნიერების აზრით, მოზარდები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ Facebook-სა და Instagram-ზე, ნაკლებად მოიაზრებენ თავს ბედნიერად როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობისას. იმავდროულად, სოციალური ქსელების ხშირ მოხმარებას განსაკუთრებულად უარყოფითი ეფექტი გოგოებზე აქვს, ვიდრე ბიჭებზე.


კვლევაში 10-იდან 15 წლამდე ასაკის 4-ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა. მათ სთხოვეს, ქულებით შეეფასებინათ სხვადასხვა სფეროში მიღწეული საკუთარი წარმატება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი