საქართველოში განქორწინებული წყვილების უმეტესობა 4-წლიანი ან უფრო ხანმოკლე ქორწინების განმავლობაში დაშორდა ერთმანეთს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018-2019 წლის მონაცემებშია ნათქვამი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2019 წელს განქორწინების 11 205 შემთხვევა აღრიცხეს. მათგან ყველაზე მეტი, 3 662 წყვილი ქორწინებაში 4 წლის ან ნაკლები დროის განმავლობაში იყო.
ამასთან, 2019 წელს, 2018-თან შედარებით, ქორწინების ყველა ხანგრძლივობის შემთხვევაში, განქორწინებათა რაოდენობა გაზრდილია.