logo_geo
„მზის ქალაქი“ - ლატვიელი მილიონერის სამოთხე დედამიწაზე!
- +

11 აპრილი. 2017. 20:59



ლატვიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ცესისისთან ახლოს, მილიონერმა აივარს ზვირბულისმა, თავისი პროექტის განსახორციელებლად 30 000 ჰექტარი ტყის მონაკვეთი შეიძინა. „მზის ქალაქში" სულ 300 სახლია, ყველა ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის ნაშენები და თითოეულს 0,4-დან 1,3 ჰექტარამდე ეზო აქვს, ტყის ნაწილით ან პატარა ტბით.


„ერთხელაც გადავწყვიტე, წყალთან და ტყესთან ახლოს, საკუთარ კომფორტულ სახლში მინდოდა ცხოვრება. იდეაც მაშინ დაიბადა. დღეს აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, თანამოაზრეები. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ადამიანის ყოფა ჰარმონიაში იყოს ბუნებასთან. უბრალოდ, ჩვენს დასახლებაში გვაქვს შიდა წესები, რომელსაც ყველა ზედმიწევნით ვიცავთ", - ამბობს ზვირბულისი.


აქაური წესები კი ასეთია: დასახლებაში საღამოს ან ღამის საათებში დაუშვებელია ხმაური; აქ არ შეიძლება ღობეების აშენება; ძაღლი, როგორც ნამდვილი მეგობარი, არ უნდა იყოს ჯაჭვით დაბმული და ა.შ. ანუ ყველა წესი მუშაობს იმისთვის, რომ დაცული იყოს ბალანსი ბუნებას, ტექნოლოგიებსა და ესთეტიკას შორის.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი