logo_geo
საკამათო კაბის ფენომენი საბოლოოდ ამოხსნეს
- +

11 აპრილი. 2017. 22:16



ცნობილ კაბას, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში მასობრივი დაპირისპირება გამოიწვია, სხვადასხვა ფერებში იმიტომ ხედავენ, რომ ყველა განსხვავებულად აღიქვამს სინათლისა და ჩრდილის „თამაშს". ნეიროფიზიოლოგების სტატიას ვრცლად ჟურნალი Vision-ი აქვეყნებს.




ფოტოს ორიგინალის ექსპოზიცია ზედმეტად მაღლა იყო აწეული, რის გამოც გაურკვეველი იყო სინათლის წყარო. ამ მიზეზით, „ადამიანები გათვიცნობიერებულად და ქვეცნობიერადაც იწყებენ ვარაუდს, თუ როგორ არის განათებული კაბა. ეს კი ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ფერებს ვხედავთ სურათზე", - განაცხადა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერმა პასკალ ვალიშმა.


2015 წლის გაზაფხულზე, სოცქსელების ათასობის მომხმარებელი კამათობდა იმაზე, თუ რა ფერის იყო კაბა - ოქროსფერი თუ ლურჯი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 70% კაბას ოქროსფერ და თეთრ გამებში ხედავს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი კი აცხადებდა, რომ კაბა შავი-ლურჯითაა. მოგვიანებით იპოვეს ადამანები, რომლებიც კაბას ყავისფრადაც ხედავდნენ.


მეცნიერებმა ფენომენის ამოსახსნელად 13-ათასკაციანი მოხალისეთა ჯგუფი შეკრეს და კიდევ ერთხელ სთხოვეს „საკამათო კაბისთვის" შეეხედათ. მათ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს - კაბა ჩრდილშია თუ არა?


როგორც აღმოჩნდა, წარმოდგენა იმაზე, კაბა ჩრდილშია თუ არა, პირდაპირ უკავშირდებოდა კაბის ფერის აღქმას. კაბა ჩრდილში ვისაც ეგონა, მათი 80% მას ოქროსფრად ხედავდა. საპირისპირო აზრის მქონეთა 50% კაბას ლურჯად აღიქვამდა. 


ასეთი შედეგების შემდეგ, ვალიში დაინტერესდა - მოქმედებს თუ არა დღის განრიგი ჩვენს ჩრდილისა და სინათლის აღქმაზე. მან ისევ გამოკითხა მოხალისეები და დაადგინა, რომ ვინც ნათელ შუქშია მიჩვეული ცხოვრებას, კაბას ოქროსფრად მიიჩნევდნენ, ხოლო „ღამურები" - ლურჯად.


ექსპერტების აზრით, ეს შედეგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ადამიანის მიერ რეალობის სუბიექტურ აღქმას - ფერები, რომლებსაც ჩვენი წარმოდგენით ვხედავთ, შესაძლოა სინამდვილეში სულ სხვა იყოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი