logo_geo
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
- +

16 აპრილი. 2017. 18:04



ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავია, ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნება.


აღდგომა - უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.


ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.  ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა!" ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.


სააღდგომო სუფრა


როგორც ვთქვით, ამ დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სუნელებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება - ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი