logo_geo
ძველი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
- +

17 აპრილი. 2017. 01:28


 

 

სააღდგომო ტრადიციები

 

მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში, აღდგომას სხვადასხავაგვარად აღნიშნავენ. საერთო და უცვლელია მხოლოდ კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია, რომლის თანახმადაც სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. თანამედროვე საქართველოში, სხვა და სხვა კუთხის სააღდგომო ტრადიციები ერთმანეთს დაემსგავსა, თუმცა წარსულში განსხვავება თვალშისაცემი იყო. ამ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის წარმომადგენლების სხვადასხვაგვარად აღნიშნავდნენ.


ძველი სააღდგომო ტრადიციები რაჭაში


რაჭაში სააღდგომო წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ. თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა.


აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და მართავდნენ დიდ ქეიფს. გარდა ამისა გადმოცემის მიხედვით, რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში, გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.

 

ძველი სააღდგომო ტრადიციები კახეთში


კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ.


ძველი სააღდგომო ტრადიციები გურიაში


გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს უკვე მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.


ძველი სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოში


სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელიენთო. ბოლოს „ქრისტე აღდგას" გალობით ყველანი შინ ბრუნდებოდნენ.


ძველი სააღდგომო ტრადიციები სვანეთში


მთავრი ეკლესიისკენ და იქ ესწრებოდნენ საზეიმო წირვას, დილით კი გადიოდნენ სასაფლაოზე. სააღდგომო ზარ-ზეიმი გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დიდი მასშტაბურობით სრულდებოდა კვირაცხოვლობის დღესასწაულით.

 

ძველი სააღდგომო ტრადიციები თბილისში


ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიული წყაროების თანახმად, საზოეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეფე, თავადები და აზნაურები დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ ოქროს ან ვერცხლის თასით. სწორედ აღნიშნული თასის ჩამოგდება გახლდათ შეჯიბრების შინაარსი და მისი მონაწილეების მიზანი.


სააღდგომო პასკა


გადმოცემის თანახმად პასკის შემოსვლამდე, საქართველოში აცხობდნენ ე.წ. სააღდგომო ქადებს. თანამედროვე აღდგომის განუყოფელ ნაწილას ქცეული პასკები კი ჩვენს ქვეყანაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა.


აღდგომა თანამედროვე საქართველოში


ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დედაქალაქში დასახლების გამო, დღეს, სააღდგომო ტრადიციებს შორის უმთავრეს ტრადიციად, თბილისიდან გასვლა იქცა.


 

big_banner
არქივი