logo_geo
11 ყველაზე საშიში ტურისტული მიმართულება მსოფლიოში
- +

18 აპრილი. 2017. 16:00



​მოგზაურობა რელაქსაციისათვის ყველაზე კარგი საშუალებაა. თუმცა, არიან ისეთი მოგზაურები, რომლებიც უბრალო დასვენებას, ექსტრემალურ და თავგადასავლებით სავსე ტურს არჩევენ. დღეს შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტურისტულ მიმართულებებს, რომლებიც სხვადასხვა კონტინეტზეა გადანაწილებული. მაშ ასე, დავიწყოთ მოგზაურობა ყველაზე სახიფათო ტურისტულ მარშრუტებზე.



სიკვდილის ველი, აშშ

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444428/bp7yfximnfnnww7pxeoy.jpg


სიკვდილის ველი (ინგლ. Death Valley) - მთათაშორისი ღრმული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის, სიერა-ნევადას მთათა სისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ველის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი (სიმაღლე ზღვის დონიდან -86 მეტრი). სიკვდილის ველის ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C. ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის გასაოცარ ფაქტს, რომელიც სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის ფსკერზე ხდება. დამშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას (Racetrack Playa) თიხის ფსკერს უწოდებენ მოძრავი ქვების ველს. ამ დამშრალი ტბის ფსკერზე მოძრაობს 30-კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები, რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ.



დანაკილის უდაბნო, ერითრეა

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444480/k9gk7bq8cslmjpxphs4o.jpg


დანაკილის უდაბნო - უდაბნო აფრიკაში. მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ერითრეისა და ჯიბუტის სამხრეთ ნაწილებში. უდაბნო ცნობილია იქ მცხოვრები აფარის ხალხითა და ზღვის დონიდან 100 მეტრზე მდებარე აფარის გეოლოგიური დეპრესიით.


უდაბნოში მრავლადაა მარილის საბადო, ასევე ბინადრობენ ველური ბუნების წარმომადგენლები, მათ შორისაა აფრიკული გარეული ვირი.


რეგიონი გამოირჩევა ვულკანების სიუხვით, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ერტა-ალე და დაბაჰუ. National Geographic-მა ამ რეგიონს „დედამიწის უმკაცრესი ადგილი უწოდა"



ვაშინგტონის მთა, აშშ

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444678/wbts4btblacrwzhjm9mk.jpg


მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მთის სიმაღლე მხოლოდ 1 917 მეტრია, მისი მწვერვალი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია დედამიწაზე. ქარის სიჩქარე აქ საშუალოდ 327 კმ/სთ-ს აღწევს, რასაც ემატება ძლიერი თოვლი და 40-გრადუსიანი სიცივე.



სინაბუნგის ვულკანი, ინდონეზია

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444741/ch9mgijay1nxhgu9qzsd.jpg


სინაბუნგი - მოქმედი სტრატოვულკანი. მდებარეობს კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მედანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კმ-ზე, ზღვის დონიდან 2 460 მეტრ სიმაღლეზე.


ბოლო ამოფრქვევა დაიწყო 2010 წლის 29 აგვისტოს გვიან ღამით, განმეორებით ამოიფრქვა 30 აგვისტოს. მანამდე ვულკანს 400 წელზე მეტი ეძინა. კვამლისა და ფერფლის 1,5 კმ სიმაღლეზე ამოტყორცნა დაფიქსირდა. ვულკანიდან 6 კმ-ის რადისუში 12 სოფელია განთავსებული. ამოფრქვევამ ათობით ათასი მოსახლე აიძულა გახიზნულიყო, წითელი ჯვრის მონაცემებით, სპეციალურ ბანაკებში 18 000 ადამიანია გადაყვანილი.



გველების კუნძული, ბრაზილია

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444798/doid7bxkr3adjvgzuak6.jpg


ბრაზილიის ეს კუნძული სავსეა მსოფლიოში ყველაზე საშიში გველებით.



მადიდის ეროვნული პარკი

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444843/gfftxikpjvfmgxqfcfnu.jpg



მადიდის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ბოლივიაში, ამაზონის ზემო აუზში, ლა-პასის დეპარტამენტის ტერიტორიაზე. შეიქმნა 1995 წელს. მისი ფართობი 18,958 კმ²-ია. მდებარეობს მანუს ეროვნული პარკის მომიჯნავედ და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დაცულ ტერიტორიას.


პარკი ერთდროულად მოიცავს როგორც მყინვარებით დაფარულ ანდების მწვერვალებს, ასევე მდინარე ტუიჩის გასწვრივ არსებულ ტროპიკულ ტყეებს, ამიტომ, მადიდი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მსოფლიოში ბიოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ტერიტორიად მიიჩნევა.


პარკის ტერიტორიაზე 1000 სახეობის ფრინველი ბინადრობს, მსოფლიოში სულ გავრცელებული 9000 სახეობის 11%.


საშუალო წლიური ტემპერატურა 26 Cº-ს შეადგენს.


 

სიკვდილის ველი, კამჩატკა, რუსეთი

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444893/rgukyvcp0bmkoskwqf4e.jpg


კამჩატკის სიკვდილის ველი, რომელიც აქტიური ვულკანია, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ არსებული ტოქსიკური გაზების მაღალი მაჩვენებელი სახიფათოა ნებისმიერი სულიერისთვის.


ბიკინის ატოლი

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444937/yx2obecjqmqk4g5jiaow.jpg


ბიკინის ატოლი (ინგლ. Bikini Atoll) - ატოლი წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულებში. შედის მარშალის კუნძულების რესპუბლიკის შემადგენლობაში. 2010 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს.


ბიკინის ატოლის შემადგენლობაში, ყველაზე დიდი კუნულია ბიკინი, რომლის ჩრდილოეთით მდებარე პატარა, 4 კმ-ის სიგრძის კუნძულ აომენზე 1946-1958 წლებში ბირთვული იარაღის ოცზე მეტი ცდა ჩატარდა.



პატაია, ტაილანდი

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492444994/a1bs4se7cf2hchh5pwnu.jpg


ტაილანდის ერთ-ერთი კურორტული ზონაა, სადაც ნიანგების ფერმა მდებარეობს. ტურისტებს სთავაზობენ სპეციალურად აღჭურვილი ნავით ჩასვლას წყალში, სადაც მათ გარშემო ათეულობით ცოცხალი ნიანგი დაცურავს.



აფარის სამკუთხედი, ეთიოპია

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492445054/oxhmologvmdb8cuvfdcx.jpg


იგივე ეთიპიის გეოლოგიური დეპრესია, მსოფლიოში ყველაზე საშიში აქტიური ვულკანების სახლია.


 

ნატრონის ტბა, ტანზანია

Description: https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto/c_limit,w_640/v1492445108/o4fttytj767owwrnvmcj.jpg


ნატრონი (ინგლ. Natron, სუაჰ. Natron) - მარილიანი ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში. მდებარეობს ჩრდილოეთ ტანზანიაში, კენიის საზღვართან. ტბის სიღრმე უმეტესად სამ მეტრამდე აღწევს. წყალი ტბის სანაპირო ზოლს ცვლის წელიწადის დროებისა და წყლის დონის მიხედვით. ზედაპირის ფართობი შეადგენს 600 კმ²-ს.


დაჭაობებულ ადგილებში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდ ნიშნულს უახლოვდება - 50 °C. ნატრონი იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს (რაც განპირობებულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ტბაში ბინადრობს). ტბასთან დიდი რაოდენობით გვხვდება ფლამინგო.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი