-
+
9 მაისი. 2021. 00:41
თუ დაქორწინება თქვენი ოცნებაა, საყვარელი კაცი კი ხელის თხოვნას ჯერ არ აპირებს, გადახედეთ 1958 წლის სტატიას, რომელიც ჟურნალ McCall-ში გამოქვეყნდა, იქნებ და რა ხდება:
ეს საინტერესო სტატია, 16 ადამიანის პასუხების მიხედვითაა შექმნილი. კითხვა კი ერთია - „როგორ გავთხოვდეთ? - მაშ ასე:
- იყიდეთ ძაღლი და ხშირად ასეირნეთ;
- გაწევრიანდით მოგზაურთა კლუბში;
- შეეცადეთ, ავტომანქანა საჭირო დროსა და გარემოში გაფუჭდეს;
- ჩამოჯექით პარკში და მტრედები გამოკვებეთ;
- ევროპაში ველოსიპედით იმოგზაურეთ;
- გახდით მედდა ან ბორტგამცილებელი - ისინი ძალიან მარტივად თხოვდებიან;
- მეგობრების ქმრებს ჰკითხეთ, დასაოჯახებელი თანამშრომელი ხომ არ ჰყავს;
- იყავით თავაზიანი უცნობი ადამიანების მიმართ - მათ შეიძლება თქვენთვის შესაფერისი ძმა ან შვილი ჰყავდეთ;
- ნუ დამალავთ - უთხარით მეგობრებს, რომ გათხოვება გინდათ;
- ლამაზ ქალებთან მეგობრობას ნუ მოერიდებით - ისინი საინტერესო კაცებს ადვილად იზიდავენ;
- იმუშავეთ სათევზაო ან სპორტული ნივთების მაღაზიაში;
- იარეთ ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების შეკრებებზე - შესაძლოა, რომელიმე მათგანი დაქვრივდა;
- დაუბრუნდით მშობლიურ ქალაქსა ან სოფელს - იქნებ რომელიმე მეზობელი, ვისთანაც ბავშვობაში თამაშობდით, გაიზარდა და ახლა ძალიან მოსწონხართ;
- ხშირად შეცვალეთ საცხოვრებელი ადგილი;
- მოგზაურობისას, პატარა სასტუმროებს მიანიჭეთ უპირატესობა - ასე მეტი შანსი გექნებათ, რომ უცნობებს გადააწყდეთ;
- ისწავლეთ გემრიელი ნამცხვრების ცხობა და ყველაზე სიმპათიურ თანამშრომლებს გაუმასპინძლდით;
- იმეგობრეთ მახინჯ მამაკაცებთან - დიდი შანსია, რომელიმე მათგანს შეუყვარდეთ;
- გაიგეთ ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობს ყველაზე მეტი კაცი და ხშირად ისეირნეთ;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალების ნაცვლად, გვერდით მამაკაცებს მიუჯექით;
- ოფისში თქვით, რომ ღილებისთვის სპეციალური ყუთი გაქვთ და მზად ხართ, კოლეგებს აწყვეტილი ღილები დაუკეროთ;
- იარე ავტობუსით წინ და უკან აეროპორტამდე - თუნდაც სრულიად უმიზეზოდ!
- შერჩეულ პარტნიორს გაუზიარეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომ დაქორწინებული კაცები, უფრო დიდხანს ცოცხლობენ;
- ისწავლეთ პოკერის თამაში;
- გაირუჯეთ;
- იყიდეთ კაბრიოლეტი - კაცებს ძალიან უყვართ მასში ჯდომა.
წყარო :