logo_geo
„ევროპის ვენახებს ყინვა უტევს“ - ნახეთ, როგორ იცავენ ევროპელი მევენახეები ვაზს
- +

21 აპრილი. 2017. 17:52

 


მეღვინე იაგო ბიტარიშვილი „ფეიბუქის" პირად გვერდზე  ევროპის ქვეყნებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მევენახეები  ძლიერი ყინვისგან ვენახების დაცვას ცეცხლის მეშვეობით ცდილობენ.


ევროპის ვენახებს ყინვა  უტევს. იქაურ მევენახეებს მარტო კარგი ტექნიკა და კომფორტი არ აქვთ. ნახეთ, რა შრომის ფასად იცავენ თავს", - წერს მეღვინე.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპის ქვეყნებში  წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულო დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. ვენახის დასაცავად, ყინის საწინააღმდეგო ცეცხლის კერების გამოყენებაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.


შვეიცარიის ერთ-ერთ ოლქში, გრაუბიუნდენში მევენახეები გათბობის ასეთი სისტემის მეშვეობით ჰაერს  3 გრადუსამდე ათბობენ, რაც აუცილებელი ტემპერატურაა იმისთვის, რომ მევენახემ ვაზის გაყინვა თავიდან აიცილოს.


ცხადია, აღნიშნული მეთოდი დამატებით ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. ერთი სათბობი მოწყობილობა დაახლოებით 20 ევრო ღირს, ერთი 1 ჰა ტერიტორიის გასათბობად კი 200-მდე ასეთი მოწყობილობაა საჭირო, რაც საბოლოოდ, ჰექტარზე 4000-მდე ევროს დანახარჯს იწვევს.


თუმცა მევენახეებს ამ ხარჯის გაწევა უღირთ, ვინაიდან გათბობის გარეშე, ზარალი ბევრად მეტი იქნება.


გარდა აღნიშნული მეთოდისა, ვენახის დასაცავად მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (მაგ., ახალი ზელანდია) მევენახეები სპეციალურ ვერტმფრენებსაც იყენებენ, რათა ჰაერის თბილი მასები მიწისკენ მიმართონ.




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი