logo_geo
Neuralink-ის ახალი ტექნოლოგია აზრებს წაიკითხავს
- +

22 აპრილი. 2017. 20:08



ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Neuralink-ი ფიქრების გაცვლის ტექნოლოგიის შემუშავებას აპირებს.


Neuralink-ის მთავარი მიზანი ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირებაა, ერთგვარი ვირტუალური გარემოს, ინტერფეისის, შექმნა, რომლითაც ტვინი და მანქანა ერთმანეთს დაუკავშირდებიან. კომპანიის მოკლევადიანი გეგმა ბაზარზე იმპლანტების შემოტანაა, რომლებიც ტვინის დაზიანებულ ნაწილებს ჩაანაცვლებს ან ფუნქციონირებაში დაეხმარება.


„დაახლოებით 4 წელიწადში ბაზარზე შემოვიტანთ მოწყობილობას, რომელიც ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებს დაეხმარება, იქნება ეს ინსულტის, კიბოს თუ კოგნიტური აშლილობის შედეგად მიღებული დაზიანებები", - აცხადებს ილონ მასკი. 


რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანებს, მასკს მიაჩნია, რომ დაახლოებით 8-10 წელიწადში, ტექნოლოგიის გამოყენებას ყველა შეძლებს.


მასკის აზრით, კომუნიკაციის ასეთი ასწრაფების შედეგად ცივილიზაცია უფრო მალე განვითარდება.


ბიზნესმენმა კომპანია Neuralink-ი 2017 წლის მარტის ბოლოს დაარსა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ელქტროდების ტვინში იმპლანტირებაა, რომლის დახმარებითად ადამიანები თავიანთი აზრების ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას კომპიუტერით შეძლებენ.



 

big_banner
არქივი