logo_geo
„ვარსკვლავთცვენა“ იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზე - ქუთაისი, 1914 წლის 7 ივნისი
- +

24 აპრილი. 2017. 22:49


 


1912 წლის ივლისში იროდიონ ევდოშვილი მძიმედ დაავადებული დაბრუნებულა გადასახლებიდან, რის გამოც მუდმივად საჭიროებდა მკურნალობას. იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზე, რომელიც 1914 წლის 7 ივნისს ჩატარდა, წერს პრესა, საიდანაც ირკვევა, რომ საღამო პოეტის დასახმარებლად გაუმართავთ. ჩვენამდე შემორჩენილია გალაკტიონის მოგონება ამ დღესთან დაკავშირებით:


„აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან...

...

რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.

- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.

- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.

- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.

- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.

- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.

- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.

რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?

რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?

რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?

რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?

ვარლამ რუხაძე?

ვეშაპიძე?

ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა"

„ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ..." - წერს მოგვიანებით გალაკტიონ ტაბიძე.




მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე

სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე.


ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში (ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია).


გალაკტიონის ჩანაწერის სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე - http://bit.ly/2naPMRZ

 

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი



 

big_banner
არქივი