logo_geo
როდის დაიწყო ტაქსის ისტორია
- +

18 დეკემბერი. 2021. 00:01

 

 

1891 წელს გერმანელმა მეცნიერმა, ვილჰემ ბრიუნმა ტაქსომეტრი გამოიგონა. 1907 წელს ლონდონის ქუჩებში პირველი ტაქსები გამოჩნდენ, რომლებიც ტაქსომეტრებით აღჭურვეს. ტაქსის პირველი მოტორიზებული ეკიპაჟები, ე.წ. ფრიაკები თავდაპირველად პარიზში 1890 წელს გამოჩნდნენ.

 

პირველ ტაქსისტებს არ გაუმართლათ. სიძვირის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სიტუაცია ვილფემ ბრიუნის გამოგონებამ შეცვალა. ტაქსომეტრით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდა.

 

 

 

თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ტაქსის წინამორბედს, ანუ ცხენშებმულ საზიდარს გადასაადგილებლად ძველ რომში იყენებდნენ. როგორც ამბობენ, ამ საზიდრებს ბორბალზე მიმაგრებული ჰქონდა სპეციალური ჭურჭელი რომელშიც კენჭები ეყარა. ყოველი სტადიონის ანუ ორასი მეტრის გავლის შემდეგ, კენჭი ამ ჭურჭლის ანუ იმდროინდელი ტაქსომეტრის ერთი ნაწილიდან მეორეში გადადიოდა. მარშრუტის ბოლოს ამ კენჭებს ითვლიდნენ და მომსახურების საფასურსაც ასე ადგენდნენ. მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობდა მე-17 საუკუნის ლონდონსა და პარიზშიც. ისტორიული წყაროების თანახმად, რომაული ანალოგებისგან ისინი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ.

 

პარიზსა და ლონდონში კლიენტების კომფორტს მეტი ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად, „ტაქსებიც“ უფრო მოხერხებულები და რბილი დასაჯდომებით გაწყობილი ჰყავდათ.

 

 

big_banner
არქივი