logo_geo
კვლევა: 21-ე საუკუნის ბოლომდე დედამიწიდან 1500 ენა შეიძლება გაქრეს
- +

18 დეკემბერი. 2021. 01:31

 

 

ოფიციალურად აღიარებული 7000 ენიდან თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშეა, ხოლო 21-ე საუკუნის ბოლომდე 1500 ენა შეიძლება გაქრეს. ასეთი დასკვნა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

 

„თუ უახლოეს 40 წელიწადში ამის შესაჩერებლად კონკრეტული ზომები არ იქნება მიღებული, ენების გაქრობის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად წარიმართება. მე და ჩემმა კოლეგებმა შევისწავლეთ 51 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ენის გაქრობის სიჩქარეზე. ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი საგზაო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტი გზა აკავშირებთ სოფლებს ქალაქებთან, მით უფრო მაღალია ენების გაქრობის რისკი“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთ ავტორი ლინდელ ბრომჰემი.

 

 

big_banner
არქივი