logo_geo
დიდი სფინქსი ვინტაჟურ ფოტოებზე
- +

25 დეკემბერი. 2021. 21:25

 

 

სფინქსი მითური არსებაა, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს, დაახლოებით, ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი, სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის, ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით, ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, მსგავსად მზის ღმერთ ჰარემახეთისა. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა „სფინქსი“ ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას „შესეფ-ანხ“-ის ეძახიან, რაც ნიშნავს „ცოცხალ ხატს“ და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ამ მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა.

 

ღმერთს ხშირად ადამიანის ტანითა და წმინდა ცხოველის თავით გამოსახავდნენ. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ შემცვლელად და მის ძედ მოიაზრდებოდა, უკუმიმდევრობით იყო გამოსახული ადამიანის – მბრძანებლის – თავით და ცხოველის ტანით.

 

ეს ვინტაჟური ფოტოები კი ამ დიდებული ქმნილების ჩვენამდე მოღწეულ წარსულს ასახავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი