logo_geo
პაკისტანში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბუდისტური ტაძარი აღმოაჩინეს
- +

4 თებერვალი. 2022. 01:23

 

იტალიელმა არქეოლოგებმა პაკისტანის ქალაქ ბარიკოტში მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი ბუდისტური ტაძარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CFnews-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვის კედლების ფრაგმენტები და სხვა არტეფაქტები ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. იტალიელი სპეციალისტები რეგიონში 1995 წლიდან მუშაობენ, თუმცა მნიშვნელოვანი აღმოჩენები მხოლოდ ახლა გააკეთეს.

 

მათ გაარკვიეს, რომ ტაძარს ცილინდრული ფორმა ჰქონდა, მისი სიმაღლე კი 3 მეტრი იყო. ის ინდო-ბერძნული მეფის, მენანდრა პირელის მმართველობის დროს ააგეს იქ, სადაც მანამდე უფრო ძველი ნაგებობა იდგა.

 

არქეოლოგებმა ასევე კერამიკაზე შესრულებული წარწერები და რამდენიმე მონეტა იპოვეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ბარიკოტის ტაძარი არაერთხელ გამხდარა ვანდალიზმის მსხვერპლი. საბოლოოდ ტაძარი ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში მიატოვეს, როცა ქალაქი მიწისძვრამ გაანადგურა.

 

 

big_banner
არქივი