logo_geo
„მილიარდერების ბუნკერი“: განსაკუთრებული დაცვა, შთამბეჭდავი სასახლეები და ხედი - კუნძული ყველაზე მდიდრებისთვის
- +

4 თებერვალი. 2022. 12:34

 

 

მა­ი­ა­მი­ში, ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლია, ამის გამო ამ ად­გილს „მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნკერს“ უწო­დე­ბენ.

 

კუნ­ძულ­ზე სულ რა­ღაც 42 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ფლო­ბენ აქ სახ­ლებს: სუ­პერ­მო­დე­ლი ად­რი­ა­ნა ლიმა, ტომ ბრე­დი და ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი, ივან­კა ტრამ­პი, ჯა­რედ კუშ­ნე­რი და სხვე­ბი.

 

კუნ­ძულ­ზე სულ 34 სახ­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ მათ­განს ულა­მა­ზე­სი ხედი აქვს. კუნ­ძუ­ლის ცენ­ტრში უშ­ვე­ლე­ბე­ლი გოლ­ფის კლუ­ბი და სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნია.

 

გოლ­ფის კლუ­ბი მო­ი­ცავს სა­ცუ­რაო აუზს, ფიტ­ნეს ცენ­ტრს, მა­სა­ჟის და ორ­თქლის ოთახს. ის 1929 წელს აშენ­და.

 

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ისიც, რომ ინ­დი­ან კრი­კის ქუ­ჩა­ზე გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი სახ­ლე­ბი არას­დროს იდე­ბა გან­ცხა­დე­ბის სა­ხით და მხო­ლოდ მი­ლი­არ­დე­რე­ბის „ვიწ­რო წრე­ში“ გვარდე­ბა სა­კუთ­რე­ბის ყიდ­ვა/გა­ყიდ­ვა.

 

 

მ­ცხოვ­რებ­ლებს პო­ლი­ცი­ის 13-კა­ცი­ა­ნი  და­ნა­ყო­ფი იცავს, არა მ­ხო­ლოდ ხმე­ლეთ­ზე, არა­მედ წყალ­ზეც. კუნ­ძულს მხო­ლოდ ერთი ქუჩა აქვს. ერთ მხა­რეს მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბის მწკრივია, მე­ო­რე მხა­რეს კი იდე­ა­ლუ­რად მოვ­ლი­ლი გოლ­ფის მო­ე­და­ნი.

 

მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი რიკი მარ­ტი­ნიც ცხოვ­რობ­და კუნ­ძულ­ზე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ რა ბედი ეწია მის სახ­ლს, უც­ნო­ბია. ად­რი­ა­ნა ლი­მა­მაც სულ ახ­ლა­ხან 40-მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და თა­ვი­სი ინ­დი­ან კრი­კის სახ­ლი, რო­მე­ლიც 2009 წელს სულ რა­ღაც 9 მილი­ო­ნად ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი.

 

 

ამ­ჟა­მინ­დელ მი­ლი­ო­ნერ მ­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არის ივან­კა ტრამ­პიც, რო­მელ­მაც ის სახ­ლი იყი­და, სა­დაც წლე­ბის წინ ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი ცხოვ­რობ­და.

 

 

 

big_banner
არქივი