logo_geo
Red Hot Chili Peppers-ი ახალი ალბომითა და ტურნეთი ბრუნდება
- +

5 თებერვალი. 2022. 02:26

 

 

ამერიკული როკ-ჯგუფი Red Hot Chili Peppers-ი ახალი ალბომითა და ტურნეთი ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People-ი ავრცელებს.

როკ-ჯგუფის ინფორმაციით, მათი მე-12 ალბომი სახელად Unlimited Love, 1 აპრილს გამოვა. ალბომში შესული სიმღერები გიტარისტ ჯონ ფრუშანტესთან ერთად არის შესრულებული, 2006 წლის შემდეგ ეს მათი პირველი კოლაბორაციაა.

Red Hot Chili Peppers-მა ამ სიახლესთან ერთად ალბომის პირველი სინგლი Black Summer და დაგეგმილი ტურნეს თარიღები გამოაქვეყნა.

„ჩვენი ერთადერთი მიზანი მუსიკაში დაკარგვაა, ჩვენ ათასობით საათს ვატარებთ ერთად და ინდივიდუალურად, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ და დავხვეწოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა საუკეთესო ალბომი შევქმნათ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ერთსა და იმავე ოთახში ყოფნის, რომ კიდევ ერთხელ გავხდეთ უკეთესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფის ბოლო ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

 

 

big_banner
არქივი