logo_geo
სუპერმოდელის, დაუტცენ კრეზის სილამაზის საიდუმლოებები
- +

5 თებერვალი. 2022. 11:40

 

უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც L'Oreal და Victoria's Secret-ის სამოდელო სცენაზე, ყველაზე შესაშური და მრგვალი თეძოების მფლობელს, ერთგული თაყვანისმცემლები ჰყავს. ტოპმოდელის, დაუტცენ კრეზის წარმატების საიდუმლო მის ფიგურაშია. ასეთი სახის ფერი, არა მხოლოდ მისი გენების, არამედ დაბადების ადგილის დამსახურებაა.

დაუტცენი ქალაქ ოსტერმერიდანაა. ნიდერლანდებში, გოგონები აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ და უყვართ სპორტი. მათი ხილვა უფრო ხშირად ველოსიპედზეა შესაძლებელი, ვიდრე მანქანაში. ასე რომ, დუტცენს, სკოლის წლებში, არც ერთი დღე არ გაუტარებია ველოსიპედის გარეშე. ამიტომ, კრეზის ბავშვობიდანვე აქვს ძლიერი და დაკუნთული ფეხები. დოუტცენს აქვს არა მხოლოდ გამორჩეული ფიგურა, არამედ ჯანმრთელი გარეგნობაც: ბრწყინვალე ცისფერი თვალები, კანი რძისფერი და ოდნავ შეშუპებული, დახეთქილი ტუჩები, თითქოს ახლახან დაბრუნდა ველო- გასეირნებიდან.

 

 

30 წლის ჰოლანდიელი ქალი აღიარებს, რომ დაბალანსებული დიეტა ეხმარება მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. დაუტცენის დედა დიეტოლოგია. ჯერ კიდევ ბავშვობაში მან ასწავლა სწორად კვება. მაგიდაზე ყოველთვის ჰქონდათ ახალი პროდუქტები, ორგანული ბოსტნეული და ხილი პირდაპირ საკუთარი ბაღიდან. პირველი ორსულობის შემდეგ, ფორმაში ჩასაჯდომად, მოდელმა მცირე დიეტა დაიცვა: ალკოჰოლის, ხახვის და ბროკოლის მოხმარება შეზღუდა, რადგან სიმძიმის შეგრძნებას უტოვებდა. დაუტცენი, თავის დღეს იწყებს ციტრუსის ახალი წვენით და გემრიელი საუზმით, ამთავრებს მსუბუქი ვახშმით და უარს არ ამბობს კარტოფილის პიურეს მირთმევის სიამოვნებაზე, ბოსტნეულის თანხლებით.

 

 

მოდელი ყოველთვის სპორტით იყო დაკავებული. „ორსულობისას გიჟივით ვვარჯიშობდი“, – თქვა მოდელმა პირველი შვილის, ფილენის დაბადების მერე. მეორედ ფეხმძიმობისას დაუტცენ კრეზმა გაკვეთილები მიიღო ბალერინა მერი ჰელენ ბაუერსისგან, რომელიც ნატალი პორტმანს ავარჯიშებდა "შავი გედის" როლისთვის. Victoria's Secret-ის ჩვენების მომზადებისას კრეზი აძლიერებს ფიტნეს პროგრამას: დადის კრივზე და ხტუნავს სახტუნაოზე. ასეთი ვარჯიშები უფრო აქტიურად წვავს ცხიმს და ეხმარება უფრო სწრაფად მიიღოს ბრტყელი მუცელი.

 

 

დაუტცენი თვლის, რომ მისი სილამაზე მრავალი ადამიანის დამსახურებაა, ვისთანაც მუშაობს: რედაქტორები, ფოტოგრაფები, სტილისტები, რომლებიც სრულყოფენ მის ფოტოგრაფიულ იმიჯს. ერთხელ ინტერვიუში მან აღიარა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს იმ გოგონების წინაშე, რომლებიც ჟურნალის ფოტოებიდან იცნობენ: „ყოველთვის ვამბობ, რომ ისე არ გამოვიყურები როგორც ფოტოზე. ცუდ განათებაში რომ დამაყენონ, ვარცხნილობისა და მაკიაჟის გარეშე, მაშინ არ ვიქნები ისე ლამაზი. ხანდახან ვიღვიძებ, სააბაზანოში შევდივარ, სარკეში ჩემს თავს ვუყურებ და ვერ ვცნობ: "ეს ვინ მესტუმრა?" მიუხედავად იმისა, რომ ორგანული საკვების მოყვარულს სჯერა, რომ ზოგჯერ დილით ცუდად გამოიყურება, მაინც უყვარს ბუნებრივობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის პრაქტიკულად არ იყენებს მაკიაჟს.

 

შვილები, ვაჟი ფილენი და ქალიშვილი მილენი, დაუტცენ კრეზის სილამაზის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. "ყოველთვის ვიცოდი, რომ სილამაზე შიგნიდან მოდის. თუ ბედნიერი ხარ, მაშინ ანათებ. მეჩვენება, რომ როგორც კი დავოჯახდი, უფრო ბედნიერი გავხდი. ჩემი კარიერა კი, უფრო გაიზარდა როცა დედა გავხდი. ჩემთვის, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ თუ ბედნიერი ხარ, ეს შენზე სასიკეთოდ აისახება და ხალხი ამას ამჩნევს."

 

 

big_banner
არქივი