logo_geo
2022 წლის თმის მთავარი ფერი და ტრენდი, რომელსაც ცნობილი ადამიანები გვირჩევენ
- +

5 თებერვალი. 2022. 11:43

 

ქერა კვლავ მართავს შოუს! ახალ სეზონზე სტილისტები გოგონებს ურჩევენ, ჰეილი ბიბერისა და ჯენიფერ ლოპესის მსგავსად აირჩიონ თმის ტონალობა. მათ თმის ფერს კი პოეტური სახელი შეურჩიეს. "ქიშმირის ქერა" არის რთული ფერი, რომელიც აერთიანებს თაფლისა და ხორბლის ფერებს.

 

 

ცივი და თბილი ჩრდილების ასეთი რთული კომბინაცია სუფთა და ელეგანტურია, ამავე დროს ნებისმიერ თმაზე იდეალურად გამოიყურება. სტილისტებს უყვართ ქიშმირის ქერა, თვლიან, რომ ის კანის ფერსაც, თვალსაც კარგად გამოკვეთს და ყველას უხდება.

სპეციალისტებს კი ფერებით თამაში შეუძლიათ - გაამუქონ ან გააღიავონ ტონი, მომხმარებლის სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად.

ესაა ის, რაც 2022 წელს აუცილებლად უნდა სცადოთ. ინსპირაციად კი შესაძლოა ჰეილი ბიბერი და ჯენიფერ ლოპესი გამოგადგეთ.

 

 

 

big_banner
არქივი