logo_geo
როგორ ინარჩუნებს ჯენიფერ ლოპესი იდეალურ ფორმას? - ვარსკვლავის კვების რაციონი
- +

14 თებერვალი. 2022. 12:07

 

 

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ წელს მსახიობი, მომღერალი და უბრალოდ ძალიან ლამაზი ქალი, ჯენიფერ ლოპესი 53 წლის გახდება და ის კვლავ თამამად და მოხდენილად იცვამს მოკლე კაბებსა და ტოპებს.

 

რა თქმა უნდა, ლოპესს გაუმართლა გენეტიკაში. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ამდენი წლის განმავლობაში იდეალური ფიგურის შენარჩუნებას ახერხებს. ჯენიფერი ორი შვილის დედაა, როგორც აღვნიშნეთ, მსახიობი, მომღერალი და ძალიან დაკავებული ქალია.

 

ჯენიფერ ლოპესი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ თაყვანისმცემლები კიდევ მრავალი წელი მოხიბლოს საკუთარი ახალგაზრდულობითა და ენერგიით. სამუშაო დღეებში ის, ფაქტობრივად, ძალიან დიდ დროს სპორტდარბაზში ატარებს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას კვებას უთმობს.

 

 

ჯენიფერმა ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გემრიელი საუზმე, რადგან დილიდანვე იწყებს სპექტაკლების რეპეტიციას, საცეკვაო სტუდიაში ვარჯიშს ან სპორტდარბაზში აქტივობებს. ამიტომ, სანამ ტრენაჟორების და ჰანტელების სფეროში დიდი ხნით გადაეშვება, ის ცილოვან ომლეტს მიირთმევს, რომელსაც 6 კვერცხისგან ამზადებს. ხანდახან ლოპესი საკუთარ თავს უფლებას აძლევს დილით სენდვიჩი ყველითა და თევზით მიირთვას.

 

როდესაც ვარსკვლავს განსაკუთრებით დატვირთული დღე ელის, ურჩევნია, საუზმეზე ჯანსაღი კოქტეილი დაამატოს რაციონს. ხშირად ლოპესი იყენებს მზა ნარევებს, რომლებიც სპორტული კვების მაღაზიებში იყიდება. თუმცა, ზოგჯერ მას თავად, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებს. თავისი საფირმო კოქტეილისთვის ჯენიფერი იყენებს იოგურტს, კენკრასა და თაფლს.

 

 

პატარა ასაკიდან ლოპესი მარადიული ახალგაზრდობის იდეით იყო შეპყრობილი, ამიტომაც კოფეინსა და ალკოჰოლზე უარს ამბობდა. მას სჯერა, რომ აღნიშნული ნივთიერებები კანის ნაადრევ დაბერებას იწვევენ. ამიტომაც, ჯენიფერი უპირატესობას წყალს ანიჭებს. ხოლო ხანდახან უკოფეინო ყავას ან მცენარეულ ჩაის სვამს. რაც შეეხება ალკოჰოლს, მიირთმევს იშვიათად და მხოლოდ ერთ ჭიქას.

 

 

ხშირად ჯენიფერი სადილის დროს ერთსა და იმავე კერძს ჭამს - გრილზე შემწვარი ან ორთქლზე მოხარშული თევზი. ასევე, კოლეგებისგან განსხვავებით, მას არ ეშინია რაციონში კარტოფილის შეტანის. თუმცა, ლოპესი მას მიირთმევს არა ხორცთან ან თევზთან ერთად, არამედ სხვა ბოსტნეულის დამატებით - მაგალითად, ბარდა, სტაფილო, ბროკოლი ან კომბოსტო. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს ნიახური.

 

 

რაც შეეხება ვახშამს, ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ღორის ხორცის წვნიანი მიირთვას. გარდა ამისა, უყვარს შოკოლადის ნაყინი და შვრიის ორცხობილები. ხოლო წელიწადში ერთხელ, ყოველ დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, თუ როგორ მიირთმევს დაბადების დღის ტორტს.

 

 

big_banner
არქივი