logo_geo
შავი მთვარე: რა მოხდება ამ იდუმალ ღამეს და როგორ შეცვლის ის თქვენს ბედს
- +

14 აპრილი. 2022. 00:44

 

 

14-დან 15 აპრილამდე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება: შავი მთვარე ტყუპების ნიშნიდან კირჩხიბის ნიშანში გადავა და 2023 წლის 8 იანვრამდე დარჩება.

რა გველოდება ამ პერიოდში?

ეს საკმაოდ ორაზროვანი პერიოდია, რომელსაც თან მოაქვს გაღიზიანება, დაუსაბუთებელი აგრესიის გამწვავება. ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ სისუსტე და დაღლილობა, თავის ტკივილი, ასევე, შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული დაავადებებიც.

გარდა ამისა, კირჩხიბის ნიშანში შავი მთვარე გამბედაობას მოგანიჭებთ და თქვენს შიშებს დაუპირისპირდება. ამ დროს რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას - უმჯობესია დაუკავშირდეთ სპეციალისტს, რათა ერთობლივად განიხილონ შიშები და ცრუ რწმენა. ის ასევე ბადებს ილუზიებს, იზიდავს მატყუარებსა და თაღლითებს, ცრუ დაპირებებსა და შეთანხმებებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ ინფორმირებული და თქვენი თითოეული ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, ეს მოვლენა გამოიწვევს ბრაზის, გაღიზიანების, კონფლიქტის გამწვავებას.

რა შეიძლება გააკეთოთ?

შავი მთვარე ახალი ეტაპის დასაწყისია. თუ დიდი ხანია გსურთ რაიმეს დაწყება ან შეცვლა, ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ამისთვის. მაგრამ, მხოლოდ იმ პირობით, რომ იმოქმედოთ გულწრფელად, ღიად და ცრურწმენის გარეშე. ვარსკვლავები ასევე თქვენს შიშებთან მუშაობას გირჩევენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ბევრ ადამიანში ქვეცნობიერის შიში მტკივნეულად მოიცვას ცნობიერს. თვალყური ადევნეთ, რა ხდება თქვენ გარშემო. გახსოვდეთ, რომ მსგავსი მსგავსს იზიდავს. გექნებათ საშუალება, გარედან შეხედოთ საკუთარ თავს და გაიგოთ, რა უნდა შეიცვალოთ თქვენს ქცევასა და ხასიათში საკუთარი და თქვენი საყვარელი ადამიანების უკეთესი მომავლისთვის.

ასევე, შავი მთვარის ტყუპების ნიშნიდან კირჩხიბის ნიშანზე გადასვლის დრო განახლების პერიოდად ითვლება. ეს პერიოდი შესანიშნავია იმისთვის, რომ თავი გაითავისუფლოთ ყველაფერი ზედმეტი და მოძველებულისგან. შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაემშვიდობოთ ძველ ნივთებსა და დეკორაციებს, რომლებიც წარსულს მოგაგონებთ. გარდა ამისა, ეს პერიოდი იდეალურია პროექტების დასასრულებლად - დიდი ალბათობით, ისინი ფინანსურადაც წარმატებული იქნებიან. საქმეების დასრულება დაგეგმეთ 14-დან 15 აპრილამდე პერიოდში. ასევე ამ დროს შეგიძლიათ უსაფრთხოდ მოაწყოთ დეტოქსიკაციისა და განტვირთვის დღეები - შეგნებული შეზღუდვები სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებას, ხოლო მედიტაციისა და იოგას პრაქტიკა დადებითად იმოქმედებს კეთილდღეობაზე და დაგეხმარებათ საერთო ბალანსის აღდგენაში.

რა არ უნდა გააკეთოთ?

შეეცადეთ, ფული არ გაასესხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოტყუებული დარჩეთ. ასევე, არ უნდა აიღოთ სესხი, დიდია წარუმატებელი ტრანზაქციის ალბათობა, რომელიც აქტიური სწორედ შავი მთვარის პერიოდშია. გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ იფიქროთ თქვენს ქმედებებზე და არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები - შეეცადეთ არ დაემორჩილოთ მანიპულირებასა და ზეწოლას. ეს შესაძლოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც საზიანო აღმოჩნდეს. ასევე, ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციისას, კარგად დაფიქრდით მათ წინადადებებზე, გაიარეთ კონსულტაცია სანდო ადამიანებთან, რათა უარყოფითი შედეგები თავიდან აიცილოთ.

 

 

big_banner
არქივი