logo_geo
თათია ახალაია ფესტივალს Coachella 2022 დაესწრო
- +

28 აპრილი. 2022. 01:37

 

 

ქართველი მოდელი თათია ახალაია coachella valley music and arts festival 2022 დაესწრო, მან ახალახანს სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა. მოდელი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ფესტივალის ერთ-ერთი headliner წელს harry styles-იც იყო და როგორც ფოტობიდან ჩანს თათია მის კონცერტსაც დაესწრო.

 

 

აპრილის შუა რიცხვებში მუსიკის მოყვარულები ინდიოში, კალიფორნიაში, კოაჩელას ფესტივალზე იყრიან თავს. კოაჩელა 1999 წლიდან იმართება, როდესაც ბენდს Pearl Jam უთანხმოება მოუვიდა ამერიკის ბილეთების გამყიდველ კომპანიასთან Ticketmaster მომსახურების გადასახადის გამო და ბენდმა ისეთი ადგილის ძებნა დაიწყო, სადაც Ticketmaster ჩართული არ იქნებოდა. Pearl Jam-მა საბოლოოდ კონცერტი Empire Polo Grounds-ზე გამართა ინდიოში, კალიფორნიაში. ფესტივალს მას შემდეგ ლოკაცია არ შეუცვლია. 2012 წელს ფესტივალმა იმდენად ბევრი ადამიანი მოიზიდა, რომ 3 დღიანი ფესტივალი სხვადასხვა კვირაში ორჯერ ჩატარდა. კოაჩელა ყოველ წელს 2-ჯერ აპრილში სხვადასხვა დროს იმართება და 3 დღე გრძელდება.

 

 

უნიკალური საფესტივალო სივრცის შექმნაში მუსიკას ვიზუალური ხელოვნება “ეხმარება” და კალიფორნიის უდაბნო რამდენიმე დღით მასშტაბური სკულპტურების გამოფენებს მასპინძლობს. ფესტივალის მსთაბურობიდან და ხარისხიანი მუსიკალური შემსრულებლების გამო, ყველაზე მოთხოვნად და მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად იქცა. არა მხოლოდ გამომსვლელები არამედ ფესტივალზე გასართობად მისულ ე.წ „სელებრითებს“ ვგულისხმობ.

 

 

ყოველდღიურად მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქართველის სახელი ხდება ცნობილი. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს სახელი უმეტესად ნიჭს, პროფესიონალიზმსა და შრომისმოყვარეობას უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებულად აქტუალურია მოდის სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას უკვე კარგად იცნობენ, როგორც გამორჩეული დიზაინერებისა და პერსპექტიული მოდელების სამშობლოს.

 

 

რჩეულთა შორისაა თათია ახალაიაც, რომელმაც უკვე შეძლო და პირადად გაიცნო დოლჩე და გაბანა, მონაწილეობა მიიღო Miu Miu-ს, Hermes-ის, Gucci-ის, Zuhair Murad-ის, Roberto Cavalli-ის, Emilio Pucci-ის, Dolce & Gabbana-სა და სხვა ბრენდების მილანურ, პარიზულ და ნიუ-იორკულ ჩვენებებში…

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი