logo_geo
ჩვენი კვების რაციონი 100%-ით აისახება ჩვენს კანზე - რომელი პროდუქტები სჭირდება კანს?
- +

17 მაისი. 2022. 21:32

 

 

ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ამიტომ კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაც ჩვენს ტრადიციულ კერძებში და ყოველდღიურ რაციონთან ნაკლები თანხვედრაში მოდის, ამიტომ ვეცადოთ მაქსიმალურად დავაორგანიზოთ და მივიღოთ საჭირო ვიტამინები.

 

ჩვენი კვების რაციონი 100%-ით აისახება ჩვენს კანზე. რომელი პროდუქტები სჭირდება კანს?

 

ვიტამინი C ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, ამკვრივებს მას. გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება და ანელებს დაბერების პროცესს. ამ ვიტამინით მდიდარია შემდეგი პროდუქტები ასე რომ მოინიშნეთ: ციტრუსები, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა და ბროკოლი.

 

ბეტა-კაროტინი, ვიტამინ A-ს წინამორბედია, არის ანტიოქსიდანტი. იგი ათანაბრებს და აგლუვებს კანს, აუმჯობესებს სახის ფერს, იცავს ფოტოდაბერებისგან. მისი შემცველი პროდუქტებია: სტაფილო, გოგრა, ნებისმიერი ნარინჯისფერი ბოსტნეული და მწვანილეული.

 

ვიტამინი E, არის ატიოქსიდანტი, იცავს კანს დაზიანებისგან, ამკვრივებს უჯრედულ მემბრანებს, ატენიანებს და აღადგენს სიმკვრივეს. მისი შემცველი პროდუქტებია: თესლეული და თხილეული, ხარისხიანი მცენარეული ზეთი.

 

ომეგა-3, აღადგენს კანის სიმკვრივეს და იცავს დაბერებისგან, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ფაქტორი. მას შეიცავს პროდუქტები: ზღვის ცხიმიანი თევზი, თხილეული და თესლეული, ზეითუნის და სელის ზეთი.

 

 

big_banner
არქივი