logo_geo
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2022 წლის ივლისში მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელით
- +

8 ივლისი. 2022. 12:44

13 ივლისს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება - სავსე მთვარე თხის რქის ნიშანში იქნება და კარიერის, წარმატებებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ასე რომ. თუ დიდი ხანია ფინანსურ სტაბილურობასა და ოცნებების ახდენაზე ფიქრობდით, 13 ივლისის სავსე მთვარე მრავალ შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ივლისის თვეში ფინანსური კუთხით გარდაქმნები შემდეგ ხუთ ნიშანს ექნება: თხის რქა, ქალწული, კურო, მშვილდოსანი, ტყუპი.

 

თხის რქა

 

ცვლილებები გავლენას თქვენს სოციალურ პოზიციაზე, სტატუსსა და წოდებაზე მოახდენს. სავარაუდოდ, დახმარებას საყვარელი ადამიანისგან ან საკუთარი შვილებისგან მიიღებთ. კარიერული თვალსაზრისით დაწინაურება გელით, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებასა და ფინანსურ კეთილდღეობაზე.

 

კურო

 

სავსე მთვარე კუროს ძლიერი ფინანსური მფარველის პოვნაში დაეხმარება: ეს შეიძლება იყოს სამინისტროს წარმომადგენელი, უცხოელი ან საინტერესო პარტნიორი. ივლისისთვის თქვენი ამოცანაა, იპოვოთ მხარდაჭერა და არ მოგერიდოთ გავლენიანი ადამიანების დახმარების. ასე დასახულ მიზნებს ბევრად მარტივად მიაღწევთ.

 

ქალწული

 

სავსე მთვარე თხის რქაში გავლენას მოახდენს თქვენს აღქმაზე სიყვარულისა და სიხარულის შესახებ, რადგან ახლა შეგიძლიათ განიცადოთ ის, რაც ნამდვილად ბედნიერ ადამიანად გხდით. ივლისის თვე დიდ იღბალსა და წარმატებას გპირდებათ. ასევე, შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა საჩუქარი გაგიკეთოთ. წარმატება კი თქვენს ჰობისთან და უკვე დაწყებულ პროექტებთან იქნება დაკავშირებული.

 

მშვილდოსანი

 

სავსე მთვარე თხის რქაში თქვენი სახელფასო და პირადი ფინანსების სექტორში მოხდება, ასე რომ მენეჯმენტის სიახლეებს თვალყური ადევნეთ. სავარაუდოდ, დაწინაურება გელით. ცვლილება გავლენას მოახდენს თქვენს თვითშეფასებაზეც: უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ივლისში თქვენი ფინანსური წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად შეაფასებთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

 

ტყუპი

 

სავსე მთვარე თხის რქაში თქვენი მემკვიდრეობისა და ოჯახის ფინანსების სექტორში მოხდება. მიიღებთ დიდ თანხას ან ძველი ვალის დახურვას შეძლებთ. კარგი სიახლეა მათთვის, ვინც ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს: ივლისში არის შანსი, გრანტი ან ფინანსური ინვესტიცია საკუთარ პროექტისთვის მიიღოთ.

 

 

big_banner
არქივი