logo_geo
დრამის დედოფლები: ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც ემოციებისა და გრძნობების დამალვა არ სჩვევიათ
- +

15 ივლისი. 2022. 16:22

 

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად ემოციურები არიან, რომ მათთან ურთიერთობა ატრაქციონს ჰგავს. ზოგიერთი მათგანი ისე მძაფრად აღიქვამს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და დილემებს, რომ შეუძლიათ, მცირე დეტალზეც კი იტირონ. მათ შეიძლება შეეხოს ნებისმიერი ფენომენი - თუნდაც ის, რასაც ადამიანების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს. საინტერესოა, რომ ეს „ზედმეტად მგრძნობელობა“ უფრო დამახასიათებელია ზოდიაქოს ისეთი ნიშნებისთვის, როგორებიცაა თხის რქა, ვერძი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, თევზები და მორიელი.

 

მშვილდოსანი და ვერძი სრულიად განსხვავებულად იქცევიან - მათი ცხელი და იმპულსური ბუნებიდან გამომდინარე, ემოციები შესაძლებელია, ძალიან სწრაფად, აფეთქების ეფექტით გამოხატონ, მაგრამ შემდეგ მალევე დამშვიდდნენ. თუმცა, როდესაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგებიან, მათ მოთმინებისა და სრული პასუხისმგებლობის გამოჩენა შეუძლიათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან დასახულ გეგმას.

 

ზოდიაქოს ყველაზე ემოციურ ნიშნებად წყლის ნიშნები - მორიელი, კირჩხიბი და თევზები ითვლებიან. მათთვის მცირე დეტალიც კი სასიხარულო ან პირიქით, საწყენია. შეუძლიათ მთელი გულით თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოხატვა და ყოველთვის განიცდიან სხვების დარდს. მორიელი თავდაჯერებული და მგზნებარე ბუნებით გამოირჩევა და შეუძლია, ძალიან სწრაფად გაბრაზდეს, თუკი საფრთხე მისთვის საყვარელ საქმესა და ადამიანს ეხება. თევზები წარმოუდგენლად ემპათიურები არიან, ხოლო ამ სამეულიდან მაინც ყველაზე მეტად კირჩხიბი ლიდერობს. პირველ რიგში, კირჩხიბი წყლის კარდინალური ნიშანია, ამიტომ ის ძალიან ინტუიციურია. მეორეც, მას მართავს მთვარე, რაც განსაკუთრებულ მგრძნობელობას და კომფორტის სურვილს ანიჭებს.

 

იმის მიუხედავად, რომ თხის რქა გარეგნულად შეუპოვარი ჩანს, მხოლოდ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან, რა ხდება მის სულში და როგორ შფოთავენ პრობლემებისა თუ სხვების გასაჭირის დროს.

 

 

big_banner
არქივი