„არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ!", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბერიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს მალე ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას „ცოდვა უწევს". ყოფილ პრეზიდენტს კი, აღნიშნული საქმის ირგვლივ, დაშანტაჟების მიზნით ნათქვამ გვარ-სახელებს არავინ აპატიებს. ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს, რომ ჟვანიასა და პატარკაციშვილის საქმეები, ერთმანეთის წამოძახებით თავად ნაცებმა გახსნან.
„სააკაშვილს მალე ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას ცოდვა უწევს! ხაზგასმით ვამბობ - სააკაშვილი ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მას ძალიან გავლენიანი ხალხი უმაგრებდა ზურგს და ერთხელ მან ამ ხალხის დაშანტაჟებაც სცადა, როცა ერთი-ორი გვარ-სახელი წამოაყრანტალა. ამას არავის პატიობენ...
ვაცხადებ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია!
არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ!", - განაცხადა გიორგი ბერიძემ.