„ეს არის ბიოლოგიური ომი და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ“, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს ყოველდღიურად გრძელდება და ჩვენ თუ ამ ტრაექტორიით გავაგრძელებთ მოძრაობას და არ ვიმოქმედებთ, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოსთვის საქართველოში 4000-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ეს ძალიან სერიოზული რიცხვებია და ამის დაშვების უფლება არ გვაქვს. ეს არის ბიოლოგიური ომი და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.