„თავიდან რომ დავიწყე, ეს ჩემთვის არანაირი პროფესია არ იყო“, - ამის შესახებ, შეფ-მზარეული და „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრი დავით ნარიმანიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„თავიდან რომ დავიწყე, ეს ჩემთვის არანაირი პროფესია არ იყო. დამხმარედ რომ ვმუშაობდი, ვიფიქრე, იქნებ ცოტა მეტი ვისწავლო-მეთქი. საბუთი მალევე გავაკეთე, ხუთწლიანი მომცეს. 3 წელიც არ იყო გასული, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მოვიპოვე.
მოვახერხე და სასტუმროში დავიწყე მუშაობა, სადაც ძალიან მაგარი კომფორტი მქონდა, მაგრამ მოუსვენარი ვიყავი, ახალი თავგადასავალი მინდოდა და იქ მხოლოდ წელიწადი და 3 თვე ვიმუშავე, მერე სხვა რესტორანში გადავედი სუშეფად. მაშინ იმ დონეზე არ ვიყავი, ეს პოზიცია რომ დამეკავებინა, მაგრამ თავი დავაჯერე, რომ შევძლებდი და გავრისკე. გაამართლა“, - ამბობს დავით ნარიმანიშვილი.