ცოტა ხნის წინ ეკა დალაქიშვილი და დათო ხუჯაძე ულამაზესი გოგონას - ილას მშობლები გახდნენ.
„ილა უკვე ორ-ნახევარი თვისაა. კარგი გოგონაა, მშვიდი და ჯერჯერობით არ გვაწვალებს. დედობა დიდი პასუხისმგებლობაა. პირველივე წუთიდან აცნობიერებ ამას, მაგრამ პასუხისმგებლობასთან ერთად, იმდენად არაჩვეულებრივი განცდაა, რომ ვერაფერს შეადარებ. შვილი უფრო მეტად აკავშირებს ცოლ-ქმარს, მისი დაბადების შემდეგ ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხდება. ამას მანამდეც არ ვუჩიოდით, მაგრამ ახლა, როცა პატარას სახით საერთო საზრუნავი გვყავს, ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მრავალფეროვანი გახდა“, - ამბობს ეკა დალაქიშვილი.
ეკას თქმით, დათო არაჩვეულებრივი მამაა და მაქსიმალურად ჩართულია პატარას დღის რუტინაში.