logo_geo
ილია მეორე: ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე
- +

9 ივლისი. 2017. 13:31



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ადამიანის გონება ვერასოდეს მისწვდა ღვთის განგებას, წყალობას და სიყვარულს.


„ადამიანმა უნდა იგრძნოს ღვთის დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი. ამიტომ, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ლოცვები, ნაკურთხი წყალი ვასხუროთ ჩვენს ოთახებს და ამით დავიცავთ ჩვენს თავს",- ბრძანა პატრიარქმა.


 

 

 

big_banner
არქივი