logo_geo
ილია მეორე: ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს...
- +

24 აგვისტო. 2017. 22:15



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სტიქიის ზონაში, საგანგებო შტაბში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში მომხდარი არ არის ეროვნული ტრაგედია, არამედ ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.


„ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ზოგან ხდება წყალდიდობა, ზოგან ტაიფუნი, ზოგან ქარიშხლები. ჩვენ ეს განსაცდელი მოგვივლინა ღმერთმა.

 

იმედი მაქვს, ღვთის ძალითაა და მადლით ყველაფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორიც - ადრე.

 

ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება. ჩვენთან არს ღმერთი.

 

ამ მოვლენამ ჩვენი ხალხი გაამთლიანა, გააერთიანა და თითქოს ერთმანეთს ამოვუდექით მხარში", - განაცხადა ილია მეორემ.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა.


უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა.



 

big_banner
არქივი