logo_geo
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
- +

23 სექტემბერი. 2017. 19:55



წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მას თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დახვდა. სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება.


სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.


25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემბერს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.











 

big_banner
არქივი