logo_geo
ილია მეორე: ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?!
- +

25 სექტემბერი. 2017. 11:01



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ქეთევან დედოფალი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება.


„ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური? ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას, ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმინდა ნაწილები, ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს", - განაცხადა პატრიარქმა.


მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს და მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.


„ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევან დედოფლის ლოცვით დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო", - ბრძანა უწმინდესმა.




 

big_banner
არქივი