logo_geo
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

13 მაისი. 2018. 22:21

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომლითაც თბილისში განვითარებულმა მოვლენებს ეხმაურებიან.

 

„ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

big_banner
არქივი