logo_geo
წმინდა სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა და ის დღეიდან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა
- +

22 ივნისი. 2018. 00:50

 

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეიდან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.

 

წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ მეუფის სტატუსი დაზუსტდა და საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, მეუფეს ამჟამინდელი სტატუსია „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი.

 

სინოდის კრებამ დაადგინა:

 

საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“,- აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საპატრიაქომ გაავრცელა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი