logo_geo
დღეიდან მაიამობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეთ ამ პერიოდის შესახებ
- +

14 აგვისტო. 2018. 02:20

 

დღეიდან მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობის მარხვას იწყებს. მარიამობის მარხვა მძიმეა, თუმცა თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული - 19 აგვისტო.

 

მარხვა მაცხოვარის ბრწყინვალე აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაიწყეს წმინდა მოციქულებმა, როდესაც მათზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა.

 

აქედან, უკვე დადგინდა პირველად აღდგომის მარხვა. შემდგომ კი, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები.

 

მარიამობის მარხვა 28 აგვისტოს დასრულდება.

 

ქალწულ მარიამისადმი მრავალი სადიდებელი და სავედრებელი არსებობს. მათშორის არის ეს პატარა ლოცვაც, რომელიც სხვა ლოცვების მსგავსად, უდიდესი ძალის მქონე და სასწაულთმოქმედია. კარგი იქნება, თუ ეს ლოცვა ზეპირად გვეცოდინება და ყოველდღე და გაჭირვების ჟამს ამგვარად შევთხოვდეთ დედა ღვთისას:

 

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

 

თითოეულ ჩვენგანსა და სრულიად საქართველოს ეწეოდეს ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მადლი და მეოხება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი