logo_geo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
- +

28 აგვისტო. 2018. 12:19

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

 

მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.

 

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს  თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

 

საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, მაცხოვრის აკლდამაში ლოცვიდ დროს, მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.

 

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მესამე ჟამს (დაახლოებით დილის 09:00 საათზე) ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. ღვთიმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონის მთიდან, გეთსიმანიაში გადაასვენეს. საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა.

 

რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ. საქართველოში სიონის სახელწოდებით მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა, მათ შორის თბილისის სიონის ტაძარი 28 აგვისტოს ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

 

big_banner
არქივი