logo_geo
წმინდა მღვდელმონაზონის სერაფიმე ვირიცელის დარიგებები...
- +

13 იანვარი. 2017. 11:04




გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.


შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღრზდა.


როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.


შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.


თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვსდეს - ეს ჩემგან იყო.


მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.


შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.


გაჭივრებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის - ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.


მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დაპირებაში. მე არ დავუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი - არ გწამდა შენ ღმერთისო!


ღამ-ღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო.


მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.


მოტყუვდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში.


ცილი დაგწამა ვინმემ? მომანდე ეს საქმე და მომეტმასნე მე, შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე „ენის ყივილისაგან". თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, ხოლო შენი სამართლიანობა დაემსგავსება შუადღეს.


დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.


იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? - ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, რომ შენი გული და სული მუდამ ანათებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.


დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში ვარდები? იცოდე - ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?


მოგიხილა მძიმე ავადმყფობამ - დროებითმა ან უკურნებელმა - და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე - ეს ჩემგან იყო. რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულენის სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, არამედ უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ.


ოცნებობდი ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ამის ნაცვლად სარეცელზე მიკრული აღმოჩნდი? - იცოდე, ეს ჩემგან იყო. წარმატებებისას შენ ჩაძირული იყავი შენს საქმეებში და მე არ შემეძლო მომექცია შენი ფიქრები ჩემსკენ. მე მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ ვერაფერში ენდობი საკუთარ თავს.


ჩემი საუკეთესო თანამებრძოლები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისაგან, რათა ისწავლონ ფლობა იარაღისა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვა ჰქვია.


მოწვეული ხარ, უეცრად დაიკავო მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობა? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა შენ უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.


ამ დღეს გაძლევ ხელში ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე თავისუფლად, შვილო ჩემო! ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შენი შეურაცხყოფა სიტყვით, ყოველი მარცხი შენს სამსახურში, რომელიც გამოიწვევს შენში გულისწყვეტას, ყოველი აღიარება, შენი უძლურებისა და უუნარობისა, იყოს ცხებული ამ მირონით.


გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!


ყოველი საწრეტელი შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შენს სხეულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს: ეს ჩემგან იყო!


( წმინდა მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი )


 

 

 

 

 





 

big_banner
არქივი