logo_geo
ილია მეორე: წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ
- +

2 თებერვალი. 2017. 02:03


 

„მთელს საქართველო წავუკითხავ ამ დალოცვას. ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და წაიკითხავთ ამ ლოცვას და თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ",- ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა გააცნო.


„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.

 

ჰოი, უფალო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.

 

ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა.


 

big_banner
არქივი