logo_geo
ხორციელის კვირა დღეიდან დაიწყო
- +

13 თებერვალი. 2017. 01:43


 

 

მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვლიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება, რომელიც დღეიდან დაიწყება.


უძღები შვილის კვირადღეს კი, ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.


უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, 18 თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.


ხორციელ კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.


დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


 

big_banner
არქივი