logo_geo
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
- +

15 აპრილი. 2017. 20:38



მართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ღამისთევის მსახურებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს.


მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.


ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელსაც მომლოცველთა ჯგუფი თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით 23:30 საათზე ჩამოუტანს ჩამოიტანს. ასევე, წაიკითხება კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.



 

big_banner
არქივი