logo_geo
აღდგომის დღესასწაულის ისტორია
- +

16 აპრილი. 2017. 21:43



უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის პერიოდში აღინიშნება.


325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება.


ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.


აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე, 40 დღიანი მარხვა უსწრებს.


დღესასწაულის შესახვედრად განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.


აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა - ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.


ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.


ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს - საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს - ქრისტეს ჯვარცმის დღეს.


ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის.

 

პარასკევობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.


ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა.


დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

 

აღდგომის დღესასწაულის ისტორია


დღესასწაული უკავშირდება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, მაცხოვარი სწორედ ამ აღსდგა მკვდრეთით და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. აღდგომას წინ უძღვის ბზობის დღესასწაული და ლიტონიობა.


ბზობის დღესასწაული


ბზობა აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. გადმოცემის თანახმად, იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა").


 

big_banner
არქივი