logo_geo
ილია მეორე: ბოლომდე იდეალური ოჯახი და ურთიერთობები არ არსებობს
- +

25 მაისი. 2017. 23:43



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  თავის წერილში „ბედნიერი ოჯახი" ცოლ-ქმარს მიმართავს:

 

„შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის, ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც ბოლომდე იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს. სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული ჰქონდეს.

 

ვისწავლოთ პატიება, უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვარის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება. უფალი ბრძანებს „ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ." მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ! სიყვარულით, თქვენი მლოცველი, ილია მეორე",- ნათქვამია პატრიაქის წერილში "ბედნიერი ოჯახი".


 

big_banner
არქივი