logo_geo
ილია მეორე: იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია
- +

18 ივნისი. 2017. 13:37



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.


„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", - ბრძანა პატრიარქმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ.


 

big_banner
არქივი