logo_geo
Bloomberg: რუსული აქტივების კონფისკაციამ რიგი ქვეყნები შეიძლება აიძულოს, თავიანთი რეზერვები ჩინეთში შეინახონ
- +

15 იანვარი. 2024. 19:14

თეთრი სახლის მხარდაჭერამ იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც მას საშუალებას მისცემს რუსეთს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები ჩამოართვას, ევროპელი მოკავშირეები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან სწორედ ევროპაშია განთავსებული დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია დიდ სამართლებრივ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შეიცავს.

 

 

"ეს არ შეაჩერებს ვლადიმირ პუტინის ომის მანქანას, მაგრამ ამავე დროს ბევრი სხვა ქვეყანა ამას პოტენციურად განიხილავს როგორც სუვერენული იმუნიტეტის დარღვევას. ეს შეიძლება გახდეს ერთჯერადი სადამსჯელო ნაბიჯის პრეცედენტი. რიგმა ქვეყანამ შესაძლოა დაიწყოს თავისი რეზერვების ჩინეთში შენახვა", - წერს სააგენტო Bloomberg-ი.

 

 

ECFR-ის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, აგატ დემარე აღნიშნავს, რომ ევროს წილი საერთაშორისო გადახდებში უკვე მცირდება და პარიზის, როგორც ფინანსური ცენტრის კონკურენტუნარიანობა დაკავშირებულია სუვერენული იმუნიტეტის დაცვასთან, თუმცა G7-ის არაწევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი რეზერვების ჩინეთში შენახვა.

 

 

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ნაკლებად მტკივნეულ ნაბიჯებზე, კერძოდ, დაბეგროს რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება, რომელიც დაბლოკილია დეპოზიტარებში, მათ შორის ბელგიურ Euroclear-ში, სადაც განთავსებულია 200 მილიარდ ევროზე მეტი.

 
 
big_banner
არქივი