logo_geo
Financial Times: უკრაინა 2024 წელს „აქტიურ თავდაცვაზე“ გადადის, ხოლო დასავლეთში უკრაინის ახალ იერიშს 2025 წლამდე არ ელოდებიან
- +

19 იანვარი. 2024. 14:13

 

 

„აქტიური თავდაცვა: როგორ აპირებს უკრაინა გადარჩენას 2024 წელს“ - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Financial Times აქვეყნებს. როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ უკრაინა ტაქტიკას ცვლის და 2024 წელს „აქტიურ თავდაცვაზე“ გადადის, ხოლო დასავლეთში უკრაინის ახალ იერიშს 2025 წლამდე არ ელოდებიან.

 

გამოცემის წყაროს თქმით, „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგია - თავდაცვითი ხაზების შენარჩუნება და შორ მანძილზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება - მისცემს უკრაინას შესაძლებლობას, „მოიკრიბოს ძალები“ 2024 წელს და მოემზადოს 2025 წლისთვის, როდესაც კონტრიერიშს მეტი შანსი ექნებოდა.

 

ამასთანავე Financial Times აღნიშნავს, რომ ძირითადი ფაქტორი, რომელმაც უკრაინის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს, არის გაურკვევლობა დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების, მათ შორის საბრძოლო მასალების ირგვლივ.

 

დეკემბერში ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა უნდა გადავიდეს „სტრატეგიულ თავდაცვაზე“, რათა ქვეყანამ და მისმა მოკავშირეებმა ინდუსტრიული ბაზის შექმნა, რეზერვისტების მომზადება, ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდა და არტილერიული მრეწველობის გაზრდა შეძლონ, რათა 2025 წელს კიევი იერიშზე გადავიდეს, რაც ემთხვევა სტრატეგიას, რომელსაც , სავარაუდოდ, უკრაინას აშშ სთავაზობს.

 

 

big_banner
არქივი