logo_geo
გუბერნატორი: ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა
- +

24 იანვარი. 2024. 16:42

 

 

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

 

„ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

 

ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

 

 

big_banner
არქივი