logo_geo
უნგრეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს
- +

25 იანვარი. 2024. 21:06

უნგრეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

 

 

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაჯგუფება „სკვითური უნგრეთის“ 11 წევრი დააკავეს.

 

 

სპეცოპერაცია 10 ადგილას ერთდროულად ჩატარდა და მასში 150 პოლიციელი მონაწილეობდა.

 

 

ჩხრეკისას გამომძიებლებმა ამოიღეს საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი, რეზინის ტყვიები და პნევმატური იარაღი.

big_banner
არქივი